07:04 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 15:30:19, 584 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციები მიმდინარეობს – ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრებთან შეხვედრას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მანამდე 300 არაგველის და დიდუბის მეტროებთან შეიკრიბდნნე, შემდეგ კი, მსვლელობით უწყებების შენობებთან გადაინაცვლეს.

ადგილზე მათ მიტანილი აქვთ ხმის აპარატურა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მხარდამჭერები სიტყვით მიმართავენ ხელისუფლებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი ოპოზიციონერი დეპუტატები, კერძოდ, ზაალ უდუმაშვილი და ხატია დეკანოიძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 43–ე დღეა შიმშილობს, დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი მულტიპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics