|
2021-11-12 12:13:06, 771 ნახვა
საზოგადოება
წმინდა საყდრის დესპანი - სააკაშვილის ირგვლივ არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
თბილისში, წმიდა საყდრის სადესპანოში, წმიდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის დედას, ქ-ნ გიული ალასანიას შეხვდა. შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებოდნენ. როგორც სადესპანოს განცხადებაში აღნიშნული, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ საააშვილის საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად უნდა გადაწყდეს. "შეხვედრის დროს წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში, პაპი ფრანცისკეს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, მოისმინა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. ქ-მა ალასანიამ ითხოვა ხელშეწყობა საკითხის ჰუმანიტარული ასპექტის მოგვარების საქმეში. წმიდა საყდრის დესპანმა კვლავაც დაადასტურა ქრისტიანული ტრადიციის, პაპი ფრანცისკესა და წმიდა საყდრის სწავლების ქვაკუთხედის – ადამიანური ღირსების ქრისტიანული პრინციპი, რომლის შესახებაც საუბარი იყო საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ა. წ. 4 ნოემბრის ღია წერილში. წმიდა საყდრის დესპანმა გამოთქვა გულისწუხილი შექმნილი ვითარების გამო და გამოხატა თავისი ლოცვისმიერი თანადგომა და ქრისტიანული სიახლოვე. ამავე დროს, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნული საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად გადაწყდეს. წმიდა საყდრის სადესპანო და კათოლიკური ეკლესია გულწრფელად უსურვებს ძვირფას ქართველ ერს მშვიდობასა და კეთილდღეობას". - წერია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ 11 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. ხოლო ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)