17:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 11:21:18, 573 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილს პენიტენციურის თანამშრომლები თქვენობით ელაპარაკებოდნენ, იქიდან მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  მსჯავრდებულ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი მისი უფლებების დაცვით განხორციელდა. რატი ბრეგაძემ ამის დამადასტურებლად დღეს გავრცელებული კადრები მოიყვანა.

„გავრცელდა კადრები, როდესაც მას რეანიმობილში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები, თქვენობით ელაპარაკებოდნენ; მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო; ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ თითოეული ჩვენგანის უსაფრხოებისათვის:

„ეს არ არის მარტივი გასაძლები, როდესაც დაუმსახურებლად იღებს ასეთ შეურაცხყოფას ადამიანი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის დღეს და ღამეს ასწორებს. ბუნებრივია, ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ; ვერცერთ პატიმარს და ვერცერთ ადამიანს, რომ ჩვენს თანამშრომელს უსამართლოდ შეეხოს და არ დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნას".
 
რაც შეეხება ძალის გამოყენებას მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს არ დაემორჩილა, იუსტიციის მინისტრის თქმით, გამოყენებული იყო „სრულიად პროპორციული ძალა".  რატი ბრეგაძემ აღნიშნა, აგრეთვე, რომ ამ ფაქტზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებენ და საბოლოო სამართლებრივ შედეგს გამოძიება დაადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics