|
2021-11-11 15:44:13, 688 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ჩვენი მიზანი იყო, არის და ყოველთვის იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა, ამ მიზნით ვასაჯაროებთ კადრებს
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში შესახლების კადრებს საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ასაჯაროებს. რატი ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო როგორც სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. „ჩვენი მიზანი იყო, არის და ყოველთვის იქნება საზოგადოების ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა. სწორედ ამ მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი; ასევე, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოჰყვა უკვე აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება და ამ ფაქტს უკვე იძიებს სახელმწიფო ინსპექტორი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)