08:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 15:43:02, 687 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ვიდეოკადრებზე – ტერმინ „გატაცებას" ოპონენტები ამკვიდრებენ საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენის მოსახდენად

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა სააკაშვილის გატაცების შესახებ და მას მავნებლური უწოდა.

„მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ მავნებლურ  ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინით „გატაცება", რომელსაც ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ და უნდათ, რომ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე; და უნდათ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ... საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, ამბობდე, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა არის გატაცება... აი ეს არის მავნებლური", – განაცხადა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომლის მიზანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის რისკების მინიმალიზაცია იყო:

„მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი გადაყვანილიყო მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო და ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული.

მინისტრის თქმით, დღეს მსჯავრდებული სააკაშვილი განთავსებულია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

რატი ბრეგაძემ ისაუბრა სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით ცხადი გახდა, რომ იგეგმებოდა მსჯავრდებულის გადაყვანის ხელშეშლა, რაც თავიდან იქნა აცილებული.  მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პენიტენციური სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics