|
2021-11-10 17:06:26, 869 ნახვა
საზოგადოება
„სილიკონ ველის“ ინვესტორების ტრენინგზე დასასწრებად, სტარტაპების რეგისტრაცია იწყება
თბილისის მერიის, ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკისა“ და Start Up Grind Tbilisi-ის ინიციატივით, 12-13 ნოემბერს, თბილისს „სილიკონ ველის“ ტოპ ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები: Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი - ჯონათან თაუერი (Jonathan Tower), საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის Game Groove Capital-ის მმართველი საბჭოს წევრი - მარვინ ლიაო (Marvin Liao) და US Market Access Center-ის დამფუძნებელი - კრის ბერი (Chris Burry) ესტუმრებიან. ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ტრენინგი - „როგორ მოვემზადოთ ვენჩურული კაპიტალის მოსაზიდად“ (Getting Ready to Venture Capital), რომელსაც ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო და კრის ბერი ჩაატარებენ და ქართული სტარტაპების წარმომადგენლებს გაუზიარებენ გამოცდილებას ვენჩურული ფონდების მიერ სტარტაპების შერჩევის პროცესისა და სტარტაპების სწრაფი ზრდის პოტენციალის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ. ისინი ასევე, ისაუბრებენ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებსა“ და ვენჩერული ფონდების განსხვავებაზე. პროექტის მიზანს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს, რაც ვენჩურული ფონდების შემოსვლის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, ქართული სტარტაპების შესაბამის მომზადებას გულისხმობს. ტრენინგზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, 12 ნოემბრის 18:00 საათამდე, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/B896eCnu5ZtqxTiK8.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)