|
2021-11-10 16:14:15, 658 ნახვა
საზოგადოება
მარიამ მანძულაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
თურქეთის ქალაქ სტამბულში 5-7 ნოემბერს შატიკან კარატეში მე-11 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის გაერთიანებასთან არსებულ კარატის წრის (მწვრთნელები ალექსანდრე მანძულაშვილი და დავით დალაქიშვილი) ხუთი მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. კასპელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაბრუნდნენ. მარიამ მანძულაშვილმა +18 -68 წწ შობუ სან ბონი-ში - I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 14-15 წწ შობუ იპონ -ში - III ადგილი. ალექსანდრე ბერიანიძემ +18 -60 კგ შობუსანბონი-ში - III ადგილი, ელენე ჩიტიშვილმა 47 კგ - შობუ სანბონ კუმიტე-ში - III, ხოლო -47 კგ - შობუ იპონ ოპენ-ში - III ადგილი. თამაზ ნაბახტეველმა - WKF-ში – II, ოფენ ჯუ კუმიტე-ში - II და შუაგო იპონ იფენ-ში - III ადგილი. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდა მწვრთნელი ალექსანდრე მანძულაშვილი 41 - 46 წწ-ში და II ადგილზე გავიდა. ტურნირი დააფინანსა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ. ალექსანდრე მანძულაშვილის და დავით დალაქიშვილის აღზრდილებს მრავალჯერ უსახელებიათ კასპი და მწვრთნელები. კასპის მუნიციპალიტეტის მერიათითოეულ მათგანს ულოცავს გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)