|
2021-11-10 10:49:59, 711 ნახვა
საზოგადოება
ელენე ხოშტარიას მამა ხელისუფლებას - დედა ეტირებათ, ერთი ღერიც რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან
დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. - ასე გამოეხმაურა "დროს" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამლვა იგეგმებოდა. ამასთან, გოგი ხოშტარია ხელისუფლებას ურჩევს რომ ფრთხილად იყვნენ. "რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, ფრთხილად იყვნენ, ცეცხლს ეთამაშებიან. დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. მარტო ჩემგან არა, ყველასგან. იმიტომ, რომ ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ პარტიაში და რაღაცა... აი, ძალიან სიბინძურეა, რა და ფრთხილად იყვნენ", -თქვა გოგი ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილებოდა. კომენტარიდან მალევე ელენე ხოშტარია, კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყურადღების გადატანის მცდელობა იყო არარელევანტურ საკთხზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)