10:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 18:07:43, 721 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი – მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა

მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლიანი სასამართლო პროცესები საკვანძო საკითხებია, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ყველა ძალისხმევას, რომ სრულად უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები.

"ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტი გარშემო არსებულ პროცესებს. მისი უფლებების დაცვა და სამართლიანი სასამართლო პროცესები საკვანძო საკითხებია და საქართველოს ხელისუფლების სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ეს უფლებები მოიცავს სამართლიან და სათანადო სასამართლო პროცესებს და ადეკვატური ჯანდაცვის მიღებას ისევე, როგორც პირადი ცხოვრებისა და ღირსების დაცულობას ციხეში ყოფნის დროს. საქართველოს მთავრობა ყველა ძალისხმევას უნდა მიმართოს, რომ სრულად უზრუნველყოს ეს უფლებები", - განაცხადა ჰარცელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics