2021-11-08 23:52:10, 743 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრებს ავრცელებს (ვიდეო)
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს ავრცელებს. მათი თქმით, სააკაშვილს საკუტრი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია ციხე.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილი დღს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,