|
2021-11-08 16:22:27, 740 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა
დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილება შეეხო ასევე მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდას და მშპ-ს მოცულობას. „როგორც იცით, სექტემბერში დაფიქსირდა, 6,9%-იანი ეკონომიკური ზრდა. სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 11,3%-ით. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაყრდნობით, გადაიხედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში ნაცვლად 9,5%-ისა განისაზღვრა 10,0%-ის ოდენობით. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დაზუსტდება ბიუჯეტის საბოლოო წარდგენისთვის, მას შემდეგ რაც გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია ოქტომბრის თვის ეკონომიკური აქტივობის შესახებ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6.0%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლისთვის მშპ-ს მოცულობა შეადგენს 65,0 მლრდ ლარს, რაც ნიშნავს 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გადაანგარიშებას 5500 აშშ დოლარის ოდენობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია საგადასახადო შემოსავლების ზრდა. „საგადასახადო შემოსავლები წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 218 მლნ ლარით და საგადასახადო შემოსავლები მშპ-სან მიმართებით ნარჩუნდება 23,7%-ის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ნარჩუნდება კაპიტალური ხარჯების მაღალი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით. როგორც იცით, 2021 წელს ეს იყო 8,2%-ის ოდენობით, ხოლო 2022 წელს ეს იქნება 8,6%-ის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 342,5 მლნ ლარით და შეადგენს 19 026,4 მლნ ლარს, ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია 18 839,0 მლნ ლარი, რაც პირველად ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 395,7 მლნ ლარზე მეტით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)