13:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 17:10:34, 508 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე - კლავენ, წირავენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო

რასაც ითხოვენ აქ შეკრებილები არის ის, რომ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში, სადაც არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი და აპარატურა, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დასჭირდეს. - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განაცხადა.

მისი თქმით, სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი.

"ძალიან ბევრმა ხალხმა უნდა გაიგოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რომ ადამიანი არის სიკვდილის პირას. რასაც ითხოვენ აქ შეკრებილები არის ის, რომ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში, სადაც არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი და აპარატურა, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დასჭირდეს. სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი. ეგ არის ამ აქციის შინაარსი. მგონია, რომ მთავარი მიზანია, ყურადღება მთლიანად ამაზე იყოს ფოკუსირებული და არავინ აღარ ისაუბროს მათ შორის გაყალბებულ არჩევნებზე და ასეთ პრობლემებზე. კლავენ, წირავენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, ეგა და ეგ."- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics