|
2021-11-06 12:21:22, 655 ნახვა
საზოგადოება
„მთავარის“ ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო
"მთავარი არხის" ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი კი არაა საქართველოა გადასარჩენი და მისი პროტესტიც მხოლოდ სახელმწიფოს შენარჩუნებას უკავშირდება. "ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ღირებულებებს საფრთხე შეიძლება დაემუქროს. მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, არ მქონია დალხენილი ბავშვობის წლები. იყო პერიოდი როდესაც ჩემს ოჯახს უჭირდა და ბაზარშიც ვმდგარვარ სავაჭროდ და ბოსტნეულიც გამიყიდია. როცა ზაფხულში სხვები არდადაგების ბავშვურ სილაღეებზე წერდნენ, მე გასახსენებელი კარგი არაფერი მქონდა, ერთადერთი რაც მაძლიერებდა ჩემი ღირებულებები იყო და არის! ამ ქვეყნის ისეთივე შვილი ვარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, სხვაზე მეტად თუ არა არც ნაკლებად მიყვარს ჩვენი ქვეყანა. მძიმე წლებიც მახსოვს, უშუქობა და უიმედობა, შიმშილი და გაჭირვება, შუქის მოსვლის სიხარულიც და სხვა ყველა დანარჩენი. მახსოვს წლები როცა ქვეყანამ თვალებში გამოიხედა და ადამიანები მშვიდობას შევეჩვიეთ, თითქოს სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ, გავიგეთ თანამედროვე ცხოვრების გემო და სახელმწიფოს მომავალი დავინახეთ, პირად კეთილდღეობაზე მეტად სხვა ღირებულებები გაგვიჩნდა. ყველა ხელისუფლების შეცდომებიც გვახსოვს და გამოუწსორებელი ქმედებებიც... არავის არაფერი უპატიებია და არც არასდროს ეპატიებათ, თავგასულობა და უსამართლობა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს დანდობა არ ექნება არასდროს! აქ ვინმე კონკრეტული სახელებისთვის და გვარებისთვის კი არ იბრძვის, ან საკუთარი ძალაუფლებისთვის და სიძლიერისთვის კი არ დგამს ნაბიჯს, ქვეყნის გადარჩენისთვისაა ახლა ბრძოლა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის! ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ არის ამ საფრთხის წინაში, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, თუ კარგად გავიაზრებთ ეს ასეა. ერთი მარცალი ქმნის სიცოცხლის მთელ მდელოს, ჰოდა ეს ერთი მარცავლი ვიქნები მეც... მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ამ წუთას, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის კი არ ვიბრძვი, მე ვცდილობ საკუთარი თავის გადარჩენას ამ ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას. არ მინდა რომ ძლიერი ქვეყნის აშენების იმედი გამიქრეს, ასეთი ქვეყნის პერსპექტივას კი დღეს ვეღარ ვხედავ..!
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)