20:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 10:18:30, 582 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაზე: „რა არის წამება?! – ის, რომ შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?!

„ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაასრულა", – იუსტიციის მინისტრი  რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები  პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული. რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

„როდესაც საუბარია თითქოსდა გაუმართლებელ უარზე, მესამე მუხლზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მაშინ განვმარტოთ – რა არის წამება?! – ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა  პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ?! რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?! – ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს. შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება?! – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics