14:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 19:36:51, 651 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა.

„ჩვენი ხელისუფლების სწორი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებითა და რეფორმებით უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე - ჩემთვის დიდი პატივი იყო 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც არსებითია ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ასევე, 2015 წელს მთავრობამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ყველა ვალდებულება შევასრულეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს უვიზო რეჟიმით. დღეს ევროკავშირთან გვაკავშირებს თანამშრომლობის უმაღლესი  სტრატეგიული ფორმატები; ევროპელი სახელმწიფოებისთვის მოვიაზრებით რეგიონში, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე. რა თქმა უნდა, თქვენი, დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics