|
2021-11-04 18:46:52, 804 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ანტიჰუმანურად იქცევა სასამართლოც და საპატრიარქოც
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, საპატრიარქო და სასამართლო იდენტურად - ანტიჰუმანურად იქცევიან. "მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს, ამიტომ შემიძლია ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც, შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, ამოვიღებ ყველას. მაგალითად, შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის არაფერი არ უთხოვია. ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი არ განუხილავს. შეგახსენებთ, სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა იგი სასჯელს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. დღეს ორმა ინსტანციამ გვითხრა უარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთია საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. ეტყობა სამშობლოს ღალატი არ არის მძიმე დანაშაული, ასევე საპატრიარქოსგან ბევრი სხვა მძიმე დანაშაული შესულა პრეზიდენტთან, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამის სტატისტიკა არსებობს. მეორე - სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გამოცემა, მაგრამ ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. სასამართლომ მისდია ფორმალიზმს და მშრალ განსჯას. ყოველი საათი არის ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. ერთიც და მეორეც, სასამართლოც და საპატრიარქოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია ანტიჰუმანურობა. " - განაცხადა ნიკა გვარამიამ. პატრიარქის მდივანი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად 7 ოქტომბერსაც მივიდა და მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა - თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა. მისივე თქმით, საპატრიარქო საქართველოს პრეხიდენტს, სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს.
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)