2021-11-03 20:31:09, 528 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის და პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე ოფიცილურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სასულიერო პირები, მათ შორის პატრიარქის თანამოსაყდრე შიო მუჯირი
"შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე”, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,