21:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 12:17:34, 412 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში „საჯარო ხელოვნების ფონდი“ დაფუძნდება

თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას, "საჯარო ხელოვნების ფონდს", რომლის მიზანი არის თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმოსაწვდომი - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით.

მერის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც კონკურსის საფუძველზე შერჩეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.

„ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა. გვინდა, ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე, დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში - სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავისი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics