|
2021-11-02 12:51:45, 854 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე საქართველოდან განმარტებას ელოდება
უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზარაშვილს შეხვდა. როგორც უკრაინის ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან მისი სიცოცხლის ძირითადი უფლება. ამასთანავე, დენისოვა ქართველი მესაზღვრეების მიერ უკრაინელი მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვებაზეც ისაუბრა და იძულებით უკან გაბრუნებასა და ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის შესახებ შეშფოთება გამოთქვა. "ჩემი ინიციატივით შევხვდი საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილს. შეშფოთება გამოვთქვი 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში შემოსული საჩივრების, მათ შორის ქართველი მესაზღვრეები მიერ უკრაინელი მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვების, ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის და უკრაინაში იძულებით დაბრუნების ფაქტებზეც. 26 ოქტომბერს, ქართველმა მესაზღვრეებმა 40 წუთიანი დაგვიანების შემდეგ შემიშვეს ქვეყანაში, ამასთანავე, სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა ვერანაირი განმარტება ვერ მომაწოდა და ვერ გაითვალისწინა ჩემი დიპლომატიური პასპორტი. ასევე, ქართულმა მხარემ ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შემოუშვა ადვოკატი ევგენი გრუშოვცი, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში, ჟურნალისტები დმიტრი გორდონი და ოლესია ბეტსმენი. საბუთები მხოლოდ თვითმფრინავში დააბრუნეს კიევში დასაბრუნებელი რეისით. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ველოდები მსგავს ქმედებებზე განმარტებას საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 32 დღეა შიმშილობს. მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ სათანადო სამედიცინო დახმარება და გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან სიცოცხლის ძირითადი უფლება.", – ვკითხულობთ განცხადებაში.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)