|
2021-11-01 11:52:22, 617 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ვაპირებთ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები და რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდნენ. შესვლამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია და გეგმავენ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. "შიმშილობა არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, ჩვენ მათ ვიყენებთ, მაგრამ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია. აქედან გამომდინარე, ადგილზე სამართლის პოვნა არის ძალიან რთული. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზა". - ამბობს ბასილაიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის 32-ე დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)