23:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-31 20:58:46, 673 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის სტრატკომი - თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი

დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

"ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება", - აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics