|
2021-10-31 19:45:06, 559 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის
ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, ცვლილებებს. ამის შესახებ პრტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ ადამიანებს მიმართა. მისი თქმით, ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან იმ უსამართლობას რაც მა თავს მოახვიეს. "მესმის, რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის მიერ ბიულეტენში გაფორმებული გამარჯვება, არამედ გამარჯვება არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ იფიქროს, რომ დავთმობთ ქვეყანას ან ჩვენს არჩევანს. მთვარია, რომ ამ არჩევნებზე დავანახეთ ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა,რომელიც არ განისაზღვრება რას იტყვის ყალბი და თაღლითი ცესკო, ძალა, რომელიც განისაზღვრება იმ ბრძოლით და შემართებით, რომელიც აჩვენეთ თქვენ. ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, ცვლილებებს. გეგმა იქნება მკაფიო, პრინციპული და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)