|
2021-10-31 12:09:50, 616 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა. საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ. მისივე თქმით, წინასწრი მონაცემები ცესკომ ოპერატიულად წარადგინა. ამასთან ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური შედგა. "ჩვენ საზოგადოებას ოპერატიულად წარვუდგინეთ წინასწარი მონაცემები 95%-ზე მეტი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით. ახლა კი წარმოგიდგენთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნების ნაწილში: რაც შეეხება მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მაჟორიტარულ ნაწილში, დათვლილია 261-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემები და სრულად ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე results.cec.gov.ge. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის შედეგებს ოფიციალურად აჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა, კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის შესრულებისთანავე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)