|
2021-10-31 11:51:19, 825 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარე - ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თბილისის ყველა უბნის მონაცემი ერთის გარდა დათვლილია, რომლის მიზეზიც ტექნიკური ხარვეზია. როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ერთ უბანზე დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. "საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ რამდენიმე უბანზე მცირე ხნით შეფერხდა პროცესი კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც არჩევნები შედეგზე გავლენა არ ჰქონია. თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული, ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 99, 87 პროცენტია დათვლილი, საიდანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მიიღო 44, 39 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, კახა კალაძემ 55,60 პროცენტი", - განაცხადა კალანდარიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)