|
2021-10-31 00:08:26, 726 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დაელოდონ 2024 წელს, მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება
დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არც მოუწევთ ლოდინი, იმიტომ რომ, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დღეს დაასრულა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილსა და გვარამიაზე და ხვალიდან იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნისთვის. „ეს ოქტმის მონაცემებია დამთავრებულია. ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მე მგონი არც მოუწევთ ლოდინი, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ა.შ, ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება მათ შორის, თქვენი გამარჯვებაცაა, იმიტომ რომ არეულობა, ქაოსი არავის წაადგებოდა, რადგან თქვენც გჭირდებათ წინსვლა ამ ქალაქში“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)