|
2021-10-30 22:09:11, 539 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ხვალ, როცა ოპოზიცია გამარჯვებულად გამოცხადდება, ჩემი სურვილი იქნება, სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი სურვილია, ხვალ, როდესაც ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად გამოცხადდებიან, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს. მელიას თქმით, ექსპრეზიდენტი ქვეყანას ჯანმრთელი და ცოცხალი სჭირდება. “რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა. იგი ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი, არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს მელია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)