20:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 18:10:14, 792 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გავიდნენ საარჩევნო უბნებთან და დადგნენ მიმდებარე ტერიტორიაზე

დღეს არის ისტორიული დღე, ჩვენ ვწერთ ისტორიას, ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიამ მოუწოდა მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნებზე, იმათ კი, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი ხმა მოუწოდა, მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, სადაც არიან რეგისტირებულნი და დადგნენ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ვიბრძვით, ბოლომდე ვიბრძვით თითოელი ხმის დასაცავად, ამისათვის საჭიროა მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა საბოლოო შედეგზე. ხალხო, ეს არის ისტორიული დღე, ბევრჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ. ძალადობენ, მაგრამ თავისივე აქტივსაც აღარ სჯერა მათი წარმატების. არ მეგულება არც ერთი ადამიანი, ვინც მე მისმენს, ვისაც უნდა ხმა მისცეს ინიციატივას, მრავალფეროვნეას, ცვლილებებს და სახლში დარჩება. 2 საათი საკმარისი დროა, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც უკვე მივედით, თხვნაა, ვისაც შეგვიძლია რომელ საარჩევნო უბანზეც ვართ რეგისტრირებული და ხმას ვაძზლევთ, ყველანი გავიდეთ და იმ საარჩვნო უბნის მემდებარე ტირორიაზე დავდგეთ“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics