|
2021-10-30 16:00:12, 574 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია და ზოგიერთი ტელეკომპანია სპეკულირებს და ადამიანის პირად ინფორმაციას ასაჯაროვებს
მთელი დღის განმავლობაში, ოპიზიცია და ზოგიერთი მედიასაშუალებები ძალით ძაბავენ სიტუაცაიას უბნებზე - ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილმა ასევე უარყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ერთ უბანზე ამომრჩეველი ორი პირადობით მოვიდა. მისი თქმით, ეს ყველაფერი სპეკულაციაა, რადგან ადამიანმა უბრალოდ გვარი შეიცვალა. “ყალბი ინფორმაცია მინდა გაცნობოთ. გავრცელდა ინფორმაცია, ვითომ ორი პირადობა აქვს ადამიანს, ვინც ხმა მისცა, არადა მან გვარი შეიცვალა უბრალოდ. თუმცა, ზოგიერთი ტელეკომპანიები და ოპოზიცია ამაზე მაინც სპეკულირებს და თან ადამაინის პირადი ინფორმაციას ასაჯაროვებს. მთელი დღის განმავლობაში, ვითომ ძაბავენ სიტუაცაიას ძალით უბნებზე. ეს სასაცილოა, დღეს არჩევნებია და უბრალოდ ამომრჩევლის მობილიზებას ვახდენთ, როგორც ყველა. გლდანშიც დაძაბეს ხელოვნურად სიტუაცია. ეს არის დაუშვებელი, მაგალითად თითქოს რუსთავში ხდებოდა ციხეზე სპეცრაზმის მობილიზება, მაგრამ ესეც არასწორია, სულ ოთხ-ხუთ უბანზე იყო ინციდენტი. ბათუმშიც მოხდა სიტუაციის არევა ნაცების მიერ, ასევე რუსთავშიც ასე ხდებოდა ქარელშიც მსგავსი სიტუაციაა.”- ამბობს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)