21:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 12:52:17, 1649 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ ჟურნალისტს - გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ

გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში ივარჯიშოთ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, თუ ვინ აგებს პასუხს სააკაშვილის სუიციდისთვის, მოგვიანებით კი დააკონკრეტა და იკითხა, რა მოხდებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო არიან პასუხისმგებლები ყველა პატიმრის დახმარებასა და სააკაშვილი ამ მხრივ არ იქნება პრივილეგირებული.

„პირველ რიგში, გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ. მეორე, პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო არის ყველა პატიმრის დახმარებაზე პასუხისმგებელი და სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული და არ იქნება პრივილეგირებული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და მას პატივი უნდა სცეს ყველა ჩვენგანმა, ყველა ადამიანმა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics