2021-10-30 12:51:04, 725 ნახვა
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: არის ორი გზა - ან არეულობის ან სიმშვიდის

ორი გზა არის ან არეულობის ან გზა სიმშვიდის. - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" არეულობის გეგმა აქვს.
"რაც შეხება არჩევნებს და გარემოს, რა თქმა უნდა ჩვენ ამაზეც ვსაუბრობდით დღეს არჩევანი კეთდება სიკეთესა და ბოროტებას შორის, ვფიქრობ, რომ ამომრჩევლები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ჩვენ ვნახეთ დღესაც რა გეგმები აქვთ "ნაცმოძრაობას", ვხედავთ არეულობის გეგმას, გუშინ სუსმა გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით მასალებიც და ეს ორი გზა არის ან არეულობის ან არის გზა სიმშვიდის და არის გზა პოლიტიკური გაერთიანების. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,