|
2021-10-30 11:41:11, 526 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა სააკაშვილის მიმართ
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეწუხებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყურადღებით აკვირდება პროცესების განვითარებას. კელი დეგნანმა მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. "შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება. მე არ ვარ ექსპერტი ევროპულ სამართალში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე დაინტერესება უკრაინის სახელმწიფოს არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენ კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო წარმომადგენლები", - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)