|
2021-10-29 20:39:10, 564 ნახვა
პოლიტიკა
როლანდ ბერიძე ქედის მერის უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა
ქედის ახალარჩეული მერი როლანდ ბერიძე უფლებამოსილებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, როლანდ ბერიძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე ყოფილ მერს ლევან გორგილაძეს და თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. 24 საათის განმავლობაში ვიქნები ქედელების სამსახურში და ვიმუშავებ მათი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. "დაწყებული პროექტები დასრულდება და აუცილებლად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები. კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრები. მჯერა ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის- განაცხადა როლანდ ბერიძემ. დღესვე, მერმა სამუშაო შეხვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე როლანდ ბერიძემ თვითმმართველობის წევრებთან სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განსახორციელებელ პროექტებზე გააკეთა აქცენტები." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)