|
2021-10-29 14:54:00, 750 ნახვა
საზოგადოება
GDI - სასამართლომ 5 ივლისს მონაწილეების საჩივარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
თბილსისი საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს თავდასხმის მსხვერპლი აქტივისტები და მედიის წარმომადგნლები დაზარალებულად არ ცნო - ინფორმაციას „საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის 27 სექტემბერს 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლთა სახელით, GDI-მ პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. პროკურორი ვალდებული იყო 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება დაზარალებულად ცნობის ან დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, GDI-ს განცხადებაზე პასუხი არ გასცა. „2021 წლის 8 ოქტომბერს GDI-მ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა პროკურორის უმოქმედობა და მოითხოვა დაევალებინა ქვემდგომისთვის, კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოცემა. GDI-ს საჩივარზე ზემდგომმა პროკურორმა რეაგირება არ მოახდინა. 2021 წლის 11 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, ქვემდგომმა პროკურორმა წერილით უპასუხა GDI-ს განცხადებასაც და საჩივარსაც (რომელიც თავად ქვემდგომი პროკურორის მიერ კანონის დარღვევას ეხებოდა). პროკურორმა წერილში აღნიშნა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდნენ რაც გამოკითხავდნენ პრაიდ კვირეულის დროს განვითარებული მოვლენების მსხვერპლებს. პროკურორმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კვლავ არ გამოსცა დადგენილება. GDI-მ პროკურორისა და ზემდგომი პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევა და დაზარალებულების სტატუსის მინიჭების შესახებ დადგენილების გამოცემაზე უარის თქმა სასამართლოში გაასაჩივრა. 2021 წლის 27 ოქტომბერს სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა მსხვერპლების ადვოკატის საჩივარი. სასამართლომ აღნიშნა: „ვინაიდან არ არის დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები (პროცესუალური ნაწილი) და ასევე საქმეშე წარმოდგენილი არ არის როგორც პროკურორის, ასევე ზემდგომი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, იმსჯელოს მასში მითითებულ გარემოებებზე, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი." პროკურორისა და ზემდგომი პროკურორის მიერ, კანონის უხეში დარღვევით, მიმართვიდან 48 საათში დადგენილების გამოცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურას არ დაავალა აღნიშნული დარღვევის გამოსწორება, კერძოდ კი, დაზარალებულებს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება ამკვიდრებს საგანგაშო პრეცედენტს, რომელიც პროკურატურის თვითნებობას შეუზღუდავს ტოვებს. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა არ გამოსცემს დადგენილებას და დაარღვევს კანონს, აღნიშნულის სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელი ხდება. მსგავსი მიდგომა ზღუდავს დაზარალებულების უფლებას მიმართონ სასამართლოს და გაასაჩივრონ პროკურატურის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა.
5 ივლისს დაზარალებულ აქტივისტთა ინტერესებს GDI იცავს. საქმის წარმოება მიმდინარეობს ,,ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.“- ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)