22:07 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 12:45:52, 442 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: ქარტიამ უკვე დაადგინა ყველაფრის კადრებაში „ტვ პირველის“ მხრიდან დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში

ორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეს მიმართ ტვ პირველთან ცილისწამებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უკვე დაადგინა ტვ პირველის დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში.

„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. თქვენ იცით, რომ მთელი რიგი ტელევიზიებისა აგრძელებს როგორც სიცრუის ტირაჟირებას, ასევე, სიცრუის გავრცელებას და იცით, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი მთავრობის წევრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს მოუგონეს გაუგონარი ჭორი, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც ეთიკის ქარტიაში, ასევე სასამართლოში მომხდარიყო შესაბამისი დავის წარმოება. ქარტიამ უკვე დაადგინა ტვ პირველის, უკაცრავად „პირველების" ყველაფრის კადრებაში დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში.  ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას მსგავსი დეზინფორმაციების წინააღმდეგ. მისხალ-მისხალ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ყველა მსგავს ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics