22:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 21:42:03, 739 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი პროტესტის შედეგად ადვოკატებთან ნორმალური ურთიერთობა აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვლი მორიგ წერილს ავრცელებს, მისი თქმით, პროტესტმა შედეგი გამოიღო და ადვოკატებთან ნორმაური ურთიერთობა აღუდგა.

მან ასევე ბოდიში მოუხადა კონსილიუმის წევრ ექიმებს შეყოვნებისთვის.

"დღეს, სამწუხაროდ, ოფიციალური სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ყველამ იცოდეს, რომ ისინი ძალიან კარგი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგებოდა სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდებოდი, ვინაიდან, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ადვოკატები არიან.

ჩემი პროტესტის შედეგად ადვოკატებთან ნორმალური ურთიერთობა აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics