|
2021-10-28 20:21:54, 738 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, მან შეწყვიტა პროტესტის დამძიმება
აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა შეწყვიტა პროტესტის დამძიმება და დათანხმდა მკურნალობას. "აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის, თუმცა დატოვებულია სივრცე იმისთვის, რომ შევძლოთ წერილების გაცვლა გამოცვლა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ. მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და მოიხადა ბოდიში მათთან, ვინაიდან, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა საკუთარი პროტესტის დამძიმებიდან გამომდინარე და ახლა უკვე ვინაიდან, ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან, რომელთა მიმართ გააჩნია ნდობა და ძალიან დიდი პატივისცემა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)