|
2021-10-28 13:40:53, 450 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ახალ ხელმძღვანელს - სარა რუპერტს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს იურიდიულ საკითხებში მრჩეველს - ლანა მორტონ ოუენსის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე, განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა INL-ის ხელმძღვანელს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)