|
2021-10-28 12:36:06, 648 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის“ საკითხი არჩევნების შემდეგ დღის წესრიგიდან გაქრება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით“ 30 ოქტომბრამდე პატარა შოუ იქნება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, პატიმარი, რომელსაც სხვებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ ჩვენ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება. მაგრამ, გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და უფრო მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)