01:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 11:03:54, 714 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროექტი დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის კოლაბორაციით, თბილისში დაიწყო საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე.

უწყების ცნობით, კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, ის რეკომენდაციები შემუშავდება, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სიცოცხლეს უფრო მეტ ქალს შეუნარჩუნებს.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა და პროექტიც ოფიციალურად დაიწყო. ლაბორატორიის გახსნას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და Roche Diagnostic-ის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, ასევე, კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ლომსაძე დაესწრო.

პროექტის მნიშვნელობაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ცდილობს, კიბოს სკრინინგში არსებული მსოფლიოს თანამედროვე მიდგომები დანერგოს და უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენოს, რათა მოქალაქეებმა სრულფასოვანი და საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

მაღალტექნოლოგიური კვლევების, კერძოდ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდის დანერგვამ ქალის ორგანიზმში აღნიშნული ვირუსის გამოვლენა შესაძლებელი გახადა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება წარმატებით დაიწყო. კვლევაში მონაწილეობას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 30-60 წლის ქალები შეძლებენ, რომლებიც კვლევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics