00:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 12:43:03, 589 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობის“ მედიას ვთხოვ, ნუ დასცინით ხალხს, თავი დაანებეთ მათ დევნას, ბულინგს

გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ხალხის დევნას, ბულინგს, ნუ დასცინით ამ ხალხს, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არც ერთი ადამიანი არ იქნება თავისუფლების მოედანზე, ვინც თავისი ნებით არ უერთდება „ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციას.

„მე გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ხალხის დევნას, ბულინგს, ნუ დასცინით ამ ხალხს. ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, სადღაც, რომელიღაც რაიონში წააწყდით და სადმე მიდიხართო ჰკითხეთ და აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი საქციელი. გუშინ რაღაც პროფესიებზე დაიწყეთ ხუმრობა და ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახით, შემდეგ სიპი-სა და აიპების თანამშრომლებს უკრძალავთ აქციაზე ჩამოსვლას თუ ისინი შვებულებაში არიან მაინც, ნუ აკეთებთ ამას, ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ერთი დღე იქნება, როცა თქვენც შეხედავთ დღევანდელი დღიდან გამომდინარეც, მათ შორის, რომ არ შეიძლება ბოროტებისა და სიცრუის მხარეს დგომა", – განაცხადა მდინარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics