|
2021-10-27 12:24:07, 503 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდით საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოქალაქეებს მიმართავს, დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას შეუერთდნენ. მისივე თქმით, დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება. „პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება. დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს სიკეთის, ჰუმანურობისა და პროგრესის სასარგებლოდ აკეთებს და ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება. ამავდროულად, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას უერთდება და ღირებულებით არჩევანში საკუთარ მყარ პოზიციას აფიქსირებს. ასევე, მადლობას ვუხდით ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდა, დღეს ჩვენს გვერდით ფიზიკურად ყოფილიყო, თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო ისინი შეკრებაზე მოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით თვალს გვადევნებენ და, რაც მთავარია, ჩვენი შეკრების სულისკვეთებას თავიდან ბოლომდე იზიარებენ. რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან, შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება, თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)