00:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 11:04:01, 602 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში უკრაინის სახალხო დამცველი მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა მივიდა.

როგორც უკრაინის ომბუდსმენმა ციხეში შესვლამდე განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

"დღეს უკრაინის მოქალაქის მონახულების საშუალება მოგვეცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს დაველაპარაკო მის პირად ექიმს. აუცილებელია მისი სიცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა. უნდა შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და გავიგებ, მას რა სურს, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ", – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics