19:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 12:13:19, 1162 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს – ის საკვებს არ იღებს

მოეშვან სპეკულაციებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ მიხეილ სააკაშილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ, – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა მე–12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღბს და გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, მას ასევე ჩაუტარდა გადასხმებიც.

"ვნახეთ, ხო, რომ ხელისუფლებამ შექმნა ექიმების ჯგუფი, კონსილიუმი. კონსილიუმი შეიკრიბა იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. მრავალფუნქციური კლინიკა შინაარსშივე მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT, კომპიუტერული ტომოგრაფია, მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არ აქვთ. მოეშვან სპეკულაციებს, მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპოტალიზაცია, ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ

მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს იზრუნონ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მოახდინონ მისი ჰოსპიტალიზაცია. სააკაშვილი არ ითხოვს განსაკუთრებულ პრივილეგიებს, როგორც სტანდარტულად ხდება იმ კლინიკებში გადაყვანა, სადაც შეიძლება შესაბამისი დახმარების მიღება, ამას ითხოვს სააკაშვილიც. შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს, ის საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე მოხდა გადასხმების გაკეთება.", – განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics