|
2021-10-25 17:01:02, 530 ნახვა
პოლიტიკა
ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად კოალიციურ შეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმებას ხელს შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო-საქართველოსთვის“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“. როგორც უგულავამ აღნიშნა, ფოთის განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები აუცილებელია. "ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, რომ ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება, მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით - გაიზარდოს. ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც მათ ეკუთვნით და ამას სჭირდება ცვლილებები. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე, როგორც მერობის კანდიდატი და ფოთის პოტენციური მერი, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოთს კონკრეტული გადაუჭრელი პრობლემები აწუხებს. მაგალითად, თევზის სუნი, რომელიც ნოემბრიდან მარტის ჩათვლით ადამიანებს ნორმალური სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. როდესაც კოალიციური მართვის შემთხვევაში თუნდაც ერთი სამსახური ან მერი გაბედავს და შეეკვრება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ჩადიან, კოალიციის სხვა პარტნიორები ამის უფლებას არ მისცემენ. შესაბამისად, შეიქმნება კრიზისი. კრიზისი არის ის, რაც გამორიცხავს მერისგან ან მისი მოაგდილისგან ისეთ ქმედებას, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ იქნება მიმართული“- განაცხადა უგულავამ. მისი თქმით, კარი კოალიციურ ერთობაში ღია,მათ შორის გახარიას პარტიისთვისაც. "მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიდატის და მათი წევრებისთვისაც. თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართო უნდა იყოს. ჩვენ ვცემთ პატივს მათ აზრს, თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობით კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ ფოთს", - განაცხადა უგულავამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)