02:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 13:17:11, 709 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის აპარატი - საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე დაშენებითი სამუშაოების განხორციელება არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის აპარატი შენობაზე დამატებითი სართულების დაშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საკანონმდებლო ორგანოს აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას.

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.

საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics