02:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 12:48:14, 546 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციულ ძალებს არ დავუტოვებთ შანსს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ

ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დრო დასრულდა და დესტრუქციულ ძალებს არ მიეცემათ საშუალება, ქვეყანა არიონ.

„ერთი მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ამ დესტრუქციულ ძალებს, მათ არავითარი შანსი არ აქვთ და ჩვენ მათ არავითარ შანსს არ დავუტოვებთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი. რევოლუციების, ქაოსის, ომების დრო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია. მათი მთავარი ბოროტების შემოქმედი არის ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში, ეს მინდა ვუთხრა ყველა პროვოკატორს და კიდევ ერთი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატაროთ მეორე ტური და ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება. მინიმუმ 3 წელი, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეალური პრობლემებზე ვიფიქროთ, ჩვენი მოსახლეობის პრობლემები მოვაგვაროთ, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, მეტი განვითარება და პროგრესი შევიტანოთ ყველა რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics