|
2021-10-22 18:34:12, 1723 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ეცადოს შეაჩეროს რომელიმე სუვერენული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება
რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს უფლება, ეცადოს, ვეტო დაადოს ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, ხოლო სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი გზა. „ნატო-ს 30 ქვეყნის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, შეუერთდეს ალიანსს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან სიტყვა თქვას ამ პროცესში, რადგან უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა. შესაბამისად, უკრაინის გადასაწყვეტია ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვა. შემდეგ, რა თქმა უნდა, 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, როდის დააკმაყოფილებს უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს. ნატო-ს გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფაქტობრივად ხელს უწყობდა ევროპაში მშვიდობას, სტაბილურობას და შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა ეშინოდეს და არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ეცადოს, ვეტო დაადოს ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინის ბოლო ვიზიტი უკრაინას ნატო-ში კარს უღებს. „ჩამოვიდა თავდაცვის მინისტრი, რომელიც, თავისი არსით უკრაინას ნატო-ში კარს უღებს. არსებითად, მისი განცხადების სწორედ ასე განმარტებაა საჭირო და შესაძლებელი. ის ამბობს, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება, აარჩიოს. არავინ ამბობს არას, არავინ“, - განაცხადა პუტინმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)