03:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 11:17:02, 691 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი ყველაფერში „ფეიკია“, შეგვახსენა, რომ აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები

მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ე.წ ფეიკია და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა არასდროს არ მიეცემა.

„თვისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. ერთი, ის, რომ არის ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკი“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც „ფეიკია“, ჩამოსვლაშიც „ფეიკია“, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics