|
2021-10-22 11:03:03, 700 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ტრაგედიაა და ჩვენი სირცხვილი, რომ სააკაშვილი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა
რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას ხობში, ჟურნალისტებთან საუბრისას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა. „ტრაგედიაა და ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს და ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტი, არაჟანი და ა.შ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ. ამას გარდა, აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს რაღაც სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ მდგომარეობაში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება იგი ახლაც და მთელი მისი გუნდი. სხვა შემთხვევაში ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ადამიანს, როგორ შეიძლებოდა, ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა, აქ რომ შემოდიოდა ასეთი გზით, ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ, ეს არის რეალობა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, არის სრული სიმართლე და რა თქმა უნდა, მეორე მხარეს არის ეს არასერიოზულობა და სრულიად გაუგონარი ამბავი. წარმოიდგინეთ, ყოფილი პრეზიდენტი, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა არასერიოზულად. რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ გვაქვს რეალური შანსი ახლა, რომ საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდხანს, იმიტომ რომ მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა, 30 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და არავინ დარჩეს სახლში. „ძალიან გთხოვთ ყველას, არავინ დავრჩეთ სახლში, რომ ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო. არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ მათ იმისა, რომ ძლიერად ვერ მოიგოს ამა თუ იმ კანდიდატმა. 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით, ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)