17:04 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 15:07:10, 1129 ნახვა

მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, მოსკოვი პატივს სცემს ევროკავშირს, მაგრამ არა მის გადაწყვეტილებას ნავალნის დაჯილდოვებაზე

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი „პატივს არ/ვერ სცემს“ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია გადასცეს. ამის შესახებ მან  ბრფინგზე განაცხადა.

„ ჩვენ პატივს ვცემს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერავინ გვაიძულებს პატივისცემა გამოვხატოთ მათი ისეთი გადაწყვეტილებისადმი, როგორიცაა ალექსეი ნავალნის დაჯილდოვება სახაროვის სახელობის პრემიით" - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ ჯილდოთი ევროპარლამენტი  ძლიერ მესიჯს უგზავნის პუტინს, რომ მისი ოპონენტი არის გლობალური ფიგურა და არა მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკოსი, როგორც მას კრემლი წარმოაჩენს.

ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ -ერთი ყველაზე კრიტიკული ოპონენტია, იგი დააპატიმრეს იანვარში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ.

ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია გუშინ, 20 ოქტომბერს მიენიჭა.

ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილოდა ევროკავშირში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics